სიმპტომების გამოვლენიდან 8 დღეში ადამიანი პრაქტიკულად გადამდები აღარ არის - თამარ გაბუნია - Palitra News

სიმპტომების გამოვლენიდან 8 დღეში ადამიანი პრაქტიკულად გადამდები აღარ არის - თამარ გაბუნია

2020-09-28 12:57:32+04:00

ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრის და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიაციის მიერ გაკეთდა განცხადება იმის შესახებ, რომ სიმპტომების გამოვლენიდან 8 დღეში ადამიანი პრაქტიკულად გადამდები აღარ არის და ტესტი შესაძლოა დადებითი იყოს, თუმცა ვირუსის უნარი დააინფიციროს სხვა - მინიმალურია, პრაქტიკულად არ არსებობს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, მეთორმეტე დღეს პირი, რომელსაც სიმპტომი აღარ აღენიშნება, გამოჯანმრთელებულად ჩაითვლება.