გრიპი და გაციება ჯანმრთელობის ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა, რასაც ბავშვებსა და მოზარდებში დიდი ყურადღება ეთმობა. სეზონური გაციების დროს, პაციენტების უმეტესობამ არ იცის, რომ გრიპსა და გაციებას შორის მნიშვნელოვანი განსხვავებაა. ორივე მათგანს განსხვავებული სიმპტომები ახასიათებს და მკურნალობაც სხვადასხვაგვარია. გრიპს იწვევს ოთხი სახეობის ვირუსი. გაციებას კი იწვევს 200-მდე სახეობის რინოვირუსი.გრიპის დროს სიმპტომები არის უეცარი. გაციების დროს ეტაპობრივად იმატებს. გაციებისგან განსხვავებით, გრიპი მძიმე დაავადებაა. გრიპის დროს ტემპერატურა დამახასიათებელია. გაციების დროს კი იშვიათად იმატებს.ტკივილი და მტვრევის შეგრძნება გრიპის დამახასიათებელი სიმპტომებია. ასევე გრიპს ახასიათებს კანკალი ,სისუსტე და გაბრუება. გაციების შემთხვევაში ხშირია ასევე ცემინება, გაჭედილი ცხვირი და ყელის ტკივილი. ასევე დამახასიათებელია ხველა და თავის ტკივილი. სპეციალისტების განმარტებით, გრიპისა და გაციების დროს სასურველია პაციენტმა მიიღოს ბევრი სითხე და ქათმის ბულიონი. რადგან, ბულიონში შემავალი ნივთიერება კარნოსინი, ადამაინის ორგანიზმს იცავს ვირუსებისგან.