თრომბებს სასიკვდილო საშიშროება უკავშირდება. ეს შედედებული მასები, რომლებიც სისხლძარღვთა სანათურში ან გულის ღრუებში წარმოიქმნება, იწვევს ინფარქტის, ინსულტის და გულის შეტევათა განვითარებას. თრომბების ჩამოყალიბება უხშირესად სისხლის შედგენილობის ცვლილებას უკავშირდება, განსაკუთრებით 35 წელს გადაცილებულებთან. არსებობს რამდენიმე სიმპტომი, რომელიც თრომბის არსებობაზე მიანიშნებს. ესენია:ერთი კიდურის შეშუპება - მედიკოსების განმარტებით არ შეიძლება ერთი კიდურის შეშუპების უგულებელყოფა, ეს არ არის უმნიშვნელო სიმპტომი, პირიქით, ის მეტად საყურადღებოა, რადგან სასიცოცხლო მნიშვნელობის შინაგან ორგანოთა სისხლით მომარაგების დარღვევაზე მიანიშნებს. ეს, ჩვეულებრივ, ღრმა ვენების თრომბოზის დროს ხდება.ქვემო კიდურების ხშირი ტკივილი, ჩხვლეტის შეგრძნება ფეხებში და კრუნჩხვა, ღრმა ვენების თრომბოზის მანიშნებელია.ვენების პარალელური წითელი ხაზები კანზე საგანგაშო სიმპტომია. მათი აღმოჩენისთანავე უნდა მიაკითხოთ ექიმს, განსაკუთრებით თუ ზოლების არეში სითბოს შეიგრძნობთ. ტკივილი ან ჩხვლეტის შეგრძნება გულ-მკერდის არეში ღრმა ჩასუნთქვის პროცესში, ხშირად ფილტვებში განვითარებული თრომბის შესახებ ორგანიზმის განგაშის ზარია; თუ ქოშინი ყოველგვარი ფიზიკური დატვირთვის გარეშე ვითარდება, ის სისხლის შედედებაზე მიანიშნებს, განსაკუთრებით თუ ამ სიმპტომს თავბრუხვევაც ემატება. როდესაც ხველა უმიზეზოა და მას თან ახლავს ტკივილი მკერდის არეში, აუცილებელია ექიმთან ვიზიტი.