21:00
13 ნოემბერი, 2019, ოთხშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
მკურნალი
სიმპტომები, რასაც ყურადღება უნდა მიაქციოთ, თუ გინდათ გულის შეტევა არ გამოგეპაროთ - ეს ძირითადად ახალგაზრდა და საშუალო ასაკის პაციენტებს ეხებათ
23-02-2019

კლინიკის ფარგლებს გარეთ გულის შეტევით გამოწვეული სიკვდილიანობის 90 % განპირობებულია იმით, რომ პაციენტებს არ აქვთ თავიანთი ჯანმრთელობის მდგომარეობის სიმძიმე გაცნობიერებული. ეს ძირითადად ახალგაზრდა და საშუალო ასაკის პაციენტებს ეხებათ. ისინი, უხშირესად გულის არეში ტკივილს აიგნორებენ, რასაც ზოგჯერ ლეტალური შედეგი მოსდევს.

გულის შეტევის ძირითადი სიმპტომებიდან ტკივილის გარდა აღსანიშნავია გახშირებული ზედაპირული სუნთქვა, გახშირებული და შესუსტებული პულსი, ასევე არითმია და სისუსტის შეგრძნება, რომელიც ზოგ შეთხვევაში განსაკუთრებით მკვეთრადაა გამოხატული.

არსებობს დაავადებები, რომლებიც იმავე სიმპტომებით ხასიათდება და დამატებითი დიაგნოსტიკის გარეშე ვერ დიფერენცირდება გულ-სისხლძარღვთა სისტემის დარღვევებისაგან. ესენია: დიაფრაგმის თიაქრის გამწვავება, ნეკნთაშუა ნევრალგია, ხერხემლის გულ-მკერდის ნაწილის ოსტეოქონდროზი, ასევე, ქოლეცისტიტი, პანკრეატიტი, წყლულოვანი პათოლოგია.

ახალგაზრდა ქალებთან ინფარქტს თავისებური სპეციფიკა აქვს. ტკივილი ხშირად ატიპური ლოკალიზაციისაა. ლოკალიზდება ყელის და ზურგის არეში, მოიცავს ქვედა ყბას, მუცლის ზედა ნაწილს. გულის შეტევა ახალგაზრდა ქალებთან ზოგჯერ შეგრძნებით გულძმარვას წააგავს, მას წინ უძღვის გულისრევა და სისუსტე. ასე რომ, შესაბამის სიმპტომთა გამოვლენისას აუცილებელია ექიმ-სპეციალისტის კონსულტაცია, სათანადო გამოკვლევების ჩატარება და დიაგნოზის დაზუსტება!

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები