ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, სილამაზის სალონებში, რომელიც 18 მაისიდან გაიხსნება, იქნება ელექტრონული რიგი, სოციალური დისტანცია და ნაკლები ადამიანი.
როგორც თურნავა აღნიშნავს, სილამაზის სალონებში სულ სხვა პრინციპებზე აწყობილი პროცედურები ამოქმედდება, რასაც თავად ბიზნესი პასუხისმგებლობით მოეკიდა.