2001 წლის 11 სექტემბრის ცნობილ ტერაქტამდე შეერთებული შტატები რამდენიმე მსხვილ კატასტროფას ემსხვერპლა, რომელთა შორის ყველაზე მასშტაბური ოკლაჰომა-სიტის ტრაგედია აღმოჩნდა, როცა მარტოხელა ტერორისტმა ტიმოტი მაკვეიმ 1995 წლის 19 აპრილს თითქმის 2 ასეული ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. შეერთებული შტატების არმიის ყოფილი სერჟანტი და ოპერაციის "ქარიშხალი უდაბნოში" აქტიური მონაწილე ტიმოტი მაკვეი, რომელსაც თანამემამულეთა ნაწილი ყველაზე სასტიკ დამნაშავედ თვლის, ნაწილი კი, იმედგაცრუებულ სამხედროდ და სისტემის მსხვერპლად მიიჩნევს, თანამედროვე ტერორიზმის ისტორიაში დღემდე ერთ-ერთ ყველაზე წინააღმდეგობრივ ფიგურად რჩება, რადგან განსხვავებული მოსაზრებების მიუხედავად, დაზუსტებით არავინ იცის რამ უბიძგა ახალგაზრდა ამერიკელს ამგვარ საზარელ დანაშაულზე.