ისლანდიაში დაკარგული 22 წლის ქართველის ახლობლების ინფორმაციით, ნიკა ბეგაძის სამძებრო სამუშაოები როგორც ჩანჩქერში, ასევე ტყეში და ნაპირზე მიმდინარეობს.ისლანდიაში, გულფოსის ჩანჩქერში ჩავარდნილი 22 წლის ნიკა ბეგაძეს ადგილობრივი პოლიცია უკვე მეოთხე დღეა რაც ეძებს. სამძებრო ღონისძიებებში ნიკა ბეგაძის მეგობრებიც არიან ჩართული. ოჯახის ახლობლებისა და მეზობლების ინფორმაცით, ნიკა ბეგაძე მეორე წელია, რაც ისლანდიაში ქალაქ რეიკიანესბერგში ცხოვრობდა. ის ქალაქ რუსთავიდანაა.
წყარო: ტელეკომპანია "ქვემო ქართლი"
იხილეთ:"კამერაში კარგად ჩანს, როგორ ჩადის ნიკა ჩანჩქერთან" - ახალი დეტალები ისლანდიაში ჩანჩქერში ჩავარდნილი ქართველი ბიჭის შესახებგულფოსის ჩანჩქერში ჩავარდნილ 22 წლის ქართველს ეძებენ