სიღნაღში სასტუმრო "ნიკალაში" ხანძარი ლოკალიზებულია - Palitra News

სიღნაღში სასტუმრო "ნიკალაში" ხანძარი ლოკალიზებულია

2019-10-01 11:04:58+04:00

სიღნაღში, ქალაქის ცენტრში მდებარე სასტუმრო "ნიკალაში" ხანძარი ლოკალიზებულია. საგანგებო სამსახურის ინფორმაციით ძლიერი დაკვამლიანება და ღია ცეცხლი სახურავზე შეინიშნებოდა. ადგილზე მისულმა სახანძრო ბრიგადებმა მაშინვე მოახდინეს შენობაში მყოფი პირების ევაკუაცია. ადგილზე მობილიზებულია 9 სახანძრო სამაშველო ჯგუფი. მიმდინარეობს ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები.