სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოში გაჩენილი ხანძრის შედეგად, ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლი დაიწვა. არსებული ინფორმაციით, სახლში 55 წლის ქალი იმყოფებოდა, რომელიც ხანძარს გადაურჩა. ხანძრის გამომწვევი ზუსტი მიზეზი უცნობია, თუმცა ერთ-ერთი ვერსიით, დაუდევრობა სახელდება.