12:35
14 ოქტომბერი, 2019, ორშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
მკურნალი
სიგარეტის, არასწორი კვების, დაბალი ფიზიკური აქტივობის წინააღმდეგ - როგორ შევინარჩუნოთ მხედველობა
17-09-2019

მხედველობაზე უარყოფითად მოქმედ ფაქტორებად შეიძლება მივიჩნიოთ სიგარეტი, არასწორი კვება და დაბალი ფიზიკური აქტივობა.

მნიშვნელოვანია საკვებ რაციონში იყოს ომეგა-3 უჯერი ცხიმოვანი მჟავებით , ვიტამინებით მდიდარი პროდუქტები.

თვალებისთვის განსაკუთრებით დიდ დატვირთვას წარმოადგენს კომპიუტერი და მობილური ტელეფონი, რომელთანაც ხანგრძლივმა მუშაობამ ასევე შეიძლება გამოიწვიოს ახლომხედველობისა და მშრალი თვალის სინდრომის განვითარება.

სამწუხაროდ, კომპიუტერთან მუშაობისას ყველა არ იცავს დასვენების რეჟიმს, რაც გულისხმობს მონიტორთან ურთიერთობის ყოველი საათის შემდეგ, 5-10 წუთიან დასვენებას. ასევე მნიშვენლოვანია გავითვალისწინოთ, რომ არასწორად შერჩეული სათვალე, თვალის ხანგრძლივი ძლიერი გადაძაბვა შეიძლება გახდეს თავის ტკივილის მიზეზი.

ამიტომ აუცილებელია ექიმთან რეგულარული ვიზიტი და მხედველობის დიაგნოსტიკა. 40 წლის შემდეგ ეს ყოველწლიურად უნდა მოხდეს, რადგანაც ასაკის მატებასთან ერთად იზრდება ისეთი სერიოზული დაავადებების განვითარების ალბათობა, როგორიცაა გლაუკომა და კატარაქტა.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები