სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2019 წლის ნოემბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.9 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 7 პროცენტი შეადგინა. ამავე პერიოდში თამბაქოს გარეშე ინფლაციის მაჩვენებელმა წინა თვესთან შედარებით 0.8 პროცენტი შეადგინა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით სახეზე გვაქვს სამომხმარებლო ფასების 6.3 პროცენტიანი ზრდა.
იმ ტოპ 10 პროდუქტის ჩამონათვალს შორის, რომელზეც ნოემბერში, წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით, ყველაზე მეტად გაიზარდა ფასები, ლიდერობს ნიორი, რომელიც 128.43%-ით არის გაძვირებული; მას მოსდევს საქალაქთაშორისო ტელეფონის გადასახდელი - 68.29%-იანი გაძვირებით; მე-3 ადგილზეა წიწიბურა, რომლის ფასმაც საანგარიშო პერიოდში 64.92%-ით მოიმატა; მე-4 და მე-5 ადგილებს კი საზამთრო და ვაშლი ინაწილებენ, ფასის 62.79%-იანი და 45.48%-იანი მატებით.
ათეულში ხვდება ასევე: მსხალი, ატამი, მწვანილი, ფორთოხალი და ადგილობრივი წარმოების ფილტრიანი სიგარეტი.