სიერა-ლეონეში უზარმაზარი, 706 - კარატიანი ბრილიანტი იპოვეს, რომელსაც აფრიკული სახელმწიფოსთვის მილიონობით დოლარის მოტანა შეუძლია. ბრილიანტი ადგილობრივმა მღვდელმა, ემანუელ მომომ იპოვა და ძვირფასი ქვა დაუყოვნებლივ ხელისუფლებას გადასცა.ქვეყნის პრეზიდენტმა, ერნესტ ბაი კორომამ, მღვდელს, რომელიც ამავდროულად მაღაროელად მუშაობს, კეთილსინდისიერებისთვის მადლობა გადაუხადა და ბრილიანტის გაყიდვის შემდეგ, ანაზღაურებას დაჰპირდა.