პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძის განცხადებით, სიძულვილის ენასთან დაკავშირებული კანონპროექტის განხილვა პარლამენტში დაჩქარებული წესით მოხდება.
კობახიძის განცხადებით, აღნიშნული კანონპროექტის განხილვა რამდენიმე თვის განმავლობაში შეჩერებული იყო, თუმცა თავმჯდომარისთვის აღნიშნულის მიზეზი უცნობია. როგორც ირაკლი კობახიძემ განაცხადა, განხილვის შეჩერების მიზეზს მოიკითხავს და საკითხს წამყვანი კომიტეტი განიხილავს. მისივე თქმით, განსაკუთრებული პრობლემა შეინიშნება ქართულ მედიაში და პოლიტიკურ სივრცეში, რის გამოც წარმოუდგენელია პოლიტიკურ კონსოლიდაციაზე საუბარი.