ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები საარჩევნო კოდექსში სიძულვილის ენასთან დაკავშირებულ ცვლილებას პრობლემურს უწოდებენ. ოპოზიცია ცვლილების უკან, ხელისუფლების მხრიდან კრიტიკული აზრის შესაძლო ჩახშობშის მცდელობას ხედავს. ბრალდებებს უპასუხეს საპარლამენტო უმრავლესობაშიც. ხელისუფლების წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ საპრეზიდენტო არჩევნებზე, სიძულვილის ენის გამოყენების ფონზე, მნიშვნელოვანია შეიქმნას რეგულაცია, რომელიც ამ პრობლემას აღმოფხვრის. საარჩევნო კოდექსში ინიცირებული ცვლილებებით, “საარჩევნო პროგრამა, ისევე როგორც სხვა ნებისმიერი მოწოდება/განცხადება/ქმედება, არ უნდა შეიცავდეს ომისა და ძალადობის პროპაგანდას, სიძულვილის ენასა და ქსენოფობიურ განცხადებებს”.