სიდნეიში კორონავირუსის გამო თითქმის 4 თვის წინ დაწესებული „ლოქდაუნი“ დღეს მოიხსნა.
მედიის ინფორმაციით, ქალაქში გაიხსნა ბარები, რესტორნები და სხვა ბიზნეს ობიექტები. ზოგიერთმა პაბმა და რესტორანმა მომხმარებლების მიღება 12:01 საათიდან დაიწყო.
ავსტრალიის უდიდესი ქალაქში, სიდნეიში, სადაც 5 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, კორონავირუსის „დელტა“ ვარიანტის გავრცელების გამო „ლოქდაუნი“ ივნისის შუა რიცხვებში გამოცხადდა. ქალაქში, ამ დროისთვის, მოსახლეობის 70%-ზე მეტი სრულადაა ვაქცინირებული.