სიდნეიში, კორონავირუსის „დელტა“ ვარიანტის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული „ლოქდაუნი“ კიდევ ერთი კვირით, 16 ივლისამდე გახანგრძლივდა.
„ლოქდაუნის“ ფარგლებში სიდნეის მოსახლეობას შინ დარჩენისკენ მოუწოდებენ. ადგილობრივმა ხელისუფლებამ მკაცრი შეზღუდვების შემოღების გადაწყვეტილება 26 ივნისს მიიღო და 9 ივლისამდე უნდა გაგრძელებულიყო, თუმცა ვირუსის „დელტა“ ვარიანტის გავრცელების გამო, შეზღუდვები კიდევ ერთი კვირით გახანგრძლივდება.