სიდნეი სრულად ვაქცინირებულ საერთაშორისო მოგზაურებს ქვეყანაში კარანტინის გავლის გარეშე შესვლის ნებართვას მისცემს, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, ცვლილება 1-ელი ნოემბრიდან ამოქმედდება.
„კარანტინი სასტუმროში და კარანტინი სახლში წარსულს ჩაბარდა, ვხსნით სიდნეის და ახალ სამხრეთ უელსს მსოფლიოსთვის,“- განაცხადა ახალი სამხრეთ უელსის შტატის პრემიერმა დომინიკ პეროტეტმა.
ავსტრალიამ საზღვრები, კორონავირუსის პანდემიის გამო, 2020 წლის მარტში დახურა.