ტაქსების რეგისტრაციის პროცესში იუსტიციის სახლი აღარ იქნება ჩართული. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, ტაქსების სანებართვო პროცედურები 4 დეკემბრიდან მხოლოდ მუნიციპალური მომსახურების ცენტრებში, დედაქალაქის მასშტაბით 11 ადგილზე იწარმოებს. რეგისტრაცია, ასევე, შესაძლებელია ელექტრონულად ვებგვერდზე - taxi.tbilisi.gov.geმერიის ცნობით, ამჟამად, დედაქალაქის მასშტაბით 23 ათასამდე ტაქსია რეგისტრირებული.
შეგახსენებთ, რომ ტაქსების რეგისტრაცია მიმდინარე წლის აგვისტოდან დაიწყო.