სიახლე საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის - ქვეყანაში შემოსვლის წესები იცვლება - Palitra News

სიახლე საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის - ქვეყანაში შემოსვლის წესები იცვლება

2021-01-29 12:39:07+04:00

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 1-ელი თებერვლიდან, რეგულარული ფრენების აღდგენასთან ერთად, საქართველოში შემოსვლის წესები საქართველოს მოქალაქეებისთვის შემსუბუქდება, ხოლო უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის ზუსტდება.

როგორც ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ჟურნალისტებს განუცხადა, ნებისმიერი ტიპის კოვიდვაქცინის ჩატარების დამადასტურებელი დოკუმენტის ქონის შემთხვევაში უცხო ქვეყნის მოქალაქეები საქართველოში შემოსვლას უპრობლემოდ შეძლებენ. ხოლო არავაქცინირებულ ვიზიტორებს საზღვარზე, ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტირების ნეგატიური პასუხის ჩვენება მოუწევთ და ქვეყანაში შემოსვლიდან მესამე დღეს განმეორებით PCR ტესტის ჩატარების ვალდებულება ექნებათ.

როგორც თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მისი უწყება მომდევნო კვირიდან ტუროპერატორებთან, სასტუმროებთან ტურისტული ინდუსტრიის სხვა წარმომადგენლებთან აქტიურ შეხვედრებს დაიწყებს.