საქართველოში ონლაინ კაზინოების მფლობელებისთვის გადასახადი გაიზრდება, აიკრძალება რეკლამა და მომხმარებლების ასაკობრივი ზღვარი 25 წლამდე აიწევა.
შესაბამისი განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გააკეთა. მისივე თქმით, დაგეგმილია ასევე ონლაინ კაზინოების სრულად აკრძალვაც.