ქვეყანაში გრიპის საწინააღმდეგო 77 000 ვაქცინა შემოვიდა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა. მისი ინფორმაციით, 1-ელ ნოემბერს, 110 000 ერთეულს კიდევ ელოდებიან, ხოლო 23 000 -ს ნოემბრის შუა რიცხვებში.40 000 დოზა შემოაქვს კერძო სექტორსაც.