დედაქალაქში მოძრავ ავტობუსებში უფასო WI-FI იქნება. აღნიშნული სერვისით, დედაქალაქის მერია 2019 წლის ბოლომდე ყველა ავტობუსის აღჭურვას გეგმავს.
როგორც თბილისის სატრანსპოსტო კომპანიაში განაცხადეს, სერვისი 2019 წლის იანვრიდან, ახალი ავტობუსების შემოყვანის პარალელურად დაინერგება. ტექნიკურად იმუშავებენ და ეს სერვისი იქნება არა მხოლოდ ახალი, MAN-ის ავტობუსებისთვისაც. რაც შეეხება ყვითელ ავტობუსებს, აქ სავარაუდოდ, არ იქნება, რადგან ამას ტექნიკური უზრუნველყოფა სჭირდება.- განაცხადეს სატრანსპორტო კომპანიაში.