ეროვნულმა ბანკმა საფინანსო სექტორთან კონსულტაციების შედეგად დაგეგმილი რეგულაციები პირველ იანვრამდე გადაავადა და მნიშვნელოვნად შეარბილა. საბანკო ასოციაციის თავმჯდომარის განცხადებით, სების მიერ გამოქვეყნებულ ახალ დოკუმენტთან დაკავშირებით კონსულტაციები გრძელდება. ალექსანდრე ძნელაძის განმარტებით, მარეგულირებელმა საფინანსო სექტორის შენიშვნების ძირითადი ნაწილი გაითვალისწინა."არასაბანკო ფინანსურ დაწესებულებათა ასოციაციის" ხელმძღვანელის ირაკლი ბერძენაძის განცხადებით, ჯერ კიდევ გაურკვეველია თუ რატომ დაანონსა სებმა მკაცრი რეგულაციები, საბოლოოდ კი საფინანსო სექტორისთვის თამაშის წესები უცვლელად დატოვა.საზოგადოება და ბანკების საბანკო პროდუქტების ანალიტიკოსის თქმით, რეგულაციების შედეგად სესხებზე ხელმისაწვდომობა მცირედით შეიზღუდება, თუმცა ანი ალიბეგაშვილის განმარტებით, სასესხო პორტფელის მნიშვნელოვანი კლება მოსალოდნელი არ არის. შეგახსენებთ რომ „ფიზიკურ პირებზე სესხის გაცემის შესახებ“ რეგულაციები მთელ ფინანსურ სექტორზე პირველი იანვრიდან ამოქმედდება.