თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, 15 სექტემბრიდან მეტროში, პიკის საათებისას მოცდის დრო 4-5 წუთიდან 3 წუთამდე შემცირდება, რის საშუალებასაც უკვე განხორციელებული ცვლილებები და მოდერნიზაციის პროცესი იძლევა. ამის შესახებ კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.კახა კალაძის თქმით, ასევე თბილისის მერიის გეგმაში მეტროს ახალი ვაგონების დამატება და მოდერნიზებაა.