2019 წლის იანვრიდან მართვის მოწმობის აღების ახალი სტანდარტი უნდა დანერგილიყო, რომელიც ითვალისწინებს: მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის რეალურ მოძრაობაში ჩაბარებას. შსს-ს მომსახურების სააგენტოში აცხადებენ,რომ პროექტისათვის განსაზღვრულ საგამოცდო მარშრუტების ნაწილზე უკვე დასრულებულია მუშაობა, თუმცა ნაწილზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები ახლაც მიმდინარეობს, ამიტომ აღნიშნული სისტემის ამოქმედება კიდევ რამდენიმე თვით გადავადდება. პროექტის ფარგლებში დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი საქართველოს პარლამენტს უახლოეს პერიოდში წარედგინება.