ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების უზრუნველყოფის პროგრამა მიმდინარე წლის შემოდგომიდან არტერიული ჰიპერტენზიის, ნერვულ და ენდოკრინულ სისტემებთან დაკავშირებული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით გაფართოვდება, ამის შესახებ დავით სერგეენკომ განაცხადა. მინისტრის თქმით, მიმდინარე წლის სექტემბერში, დაახლოებით ერთ ან ორ კვირაში პროგრამაში ჩართული სააფთიაქო ქსელების ჩამონათვალი გაიზრდება.