ავტობუსებზე სპეციალური სამაგრები დამაგრდება, რომლითაც ველოსიპედების გადატანა იქნება შესაძლებელი. შესაბამისი დავალება დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე კახა კალაძემ მის მოადგილეს, მაია ბითაძეს მისცა.
კალაძის თქმით, ველოსპიედი, როგორც გადაადგილების საშუალება, დღითიდღე უფრო პოპულარული ხდება და საზოგადოებრივი ტრანსპორტი მისი გადატანის შესაძლებლობას უნდა იძლეოდეს.