სუპერჯგუფი LSD, რომელშიც ინგლისელი არტისტი Labrinth, ავსტრალიელი პოპვარსკვლავი Sia და ამერიკელი პროდიუსერი და დიჯეი Diplo ერთიანდებიან, ელენ დეჯენერესის შოუს სტუმრობდა. მუსიკოსებმა გადაცემაში კომპოზიცია No New Friends ცოცხლად პირველად შეასრულეს. ტრეკი კოლექტივის სადებიუტო ალბომში Labrinth, Sia & Diplo Present... LSD შედის, რომელიც გაყიდვაში 12 აპრილს ჩაეშვა.