19:29
17 ნოემბერი, 2019, კვირა
იტვირთება შემდეგი ვიდეო
მკურნალი
შვრიის ფაფის მიღებას არა დილით, არამედ სადილად გვირჩევენ - რა უნდა მიირთვათ მის ნაცვლად საუზმეზე?
02-03-2019

ცნობილია, რომ შვრიის ფაფა, სასარგებლო თვისებებისა და ენერგეტიკული ღირებულების გამო, საუზმის იდეალური ვარიანტია. თუმცა ახლახან ჩატარებული კვლევებით დადგინდა, რომ შვრია უარყოფითად მოქმედებს ადამიანის ორგანიზმზე, რისი მიზეზიც მასში დიდი რაოდენობით ფიტინური მჟავების შემცველობაა.

ეს ნაერთები ამუხრუჭებენ გამოფხიზლების პროცესს. უფრო მეტიც, ისინი საჭმლის მომნელებელ სისტემაზე ზემოქმედების ხარჯზე იწვევენ ძვლებსა და სისხლძარღვებთან დაკავშირებულ პრობლემებს. დამტკიცდა, რომ ფიტინის მჟავები ხელს უშლის ნაწლავიდან საკვებში არსებული კალციუმის შეწოვის პროცესს.

ექსპერტები შვრიის ფაფის მიღებას არა საუზმეზე, არამედ სადილად გვირჩევენ. საუზმეზე, მათი რეკომენდაციით, უპირატესობა უნდა მივანიჭოთ კვერცხს ან ქათმის ხორცს. შვრიის სრულიად უარყოფაც არ ღირს. ის უჯრედისის კარგი წყაროა, რაც, თავის მხრივ, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობას ეხმარება. სპეციალისტები გვირჩევენ, შვრიის ფაფა შევანაცვლოთ სიმინდის, ხორბლის ან წიწიბურას ფაფით.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები