შვილმოკლული მამები ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი პროტესტის აქციებთან და სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით ოპოზიციურ პარტიებთან აქტიურ კონსულტაციებს გადიან. უახლოეს მომავალში მხარეები კონკრეტულ დღეზეც შეჯერდებიან, რა დროსაც ყველა ერთად შეიკრიბება და ერთიან სამოქმედო გეგმას დასახავს. შვილმკვდარი მამები ყველა პოლიტიკურ ძალას, მათ შორის ქართულ ოცნებასაც კვლავ მოუწოდებს, გვერდში დაუდგნენ სამართლიანობის აღდგენის მიზნით. პროტესტის მე-17 დღეს აქცია პარლამენტთან კვლავ გაიმართა, წინა დღეს მანიფესტაციამ პოლიტიკური ხასიათი მას შემდეგ მიიღო, რაც სარალიძემ და მაჩალიკაშვილმა პარტიების ლიდერებს პარლამენტის წინ მისვლისკენ და მხარდაჭერისკენ მოუწოდეს.