ახლობლების ინფორმაციით, მესტიის საკრებულოს წევრი ლომარ ნიგურიანი, რომელიც ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს, შვილს გადაეფარა ახლობლები მესტიის საკრებულოს წევრის მკვლელობის დეტალებზე საუბრობენ. მათი ინფორმაციით, ლომარ ნიგურიანს მის ეზოში, თოვლის გადაყრის გამო ესროლეს. უფრო კონკრეტულად, როგორც ახლობლები ყვებიან, საკრებულოს წევრი ერთ-ერთმა მეზობელმა თოვლის მის ეზოში გადაყრაში დაადანაშაულა, რასაც კონფლიქტი მოჰყვა. კონფლიქტში ნიგურიანის შვილის ჩაერია და იარაღი სწორედ მას დაუმიზნეს, თუმცა მამა შვილს გადაეფარა და თავად დაიღუპა. "სახურავზე იდგა გარდაცვლილი ომარ ნიგურიანი. მას ახლდა მისი შვილიც, რომლისთვისაც ის ადამიანი აპირებდა სროლას და მამისი გადაეფარა. ბავშვს აუშარდა რაღაცაზე, თოვლის გადაყრაზე იყო საუბარი“, - აცხადებს გარდაცვლილის ნათესავი ნატო ნიგურიანი "რუსთავი 2"-თან საუბარში.
ამავე ვერიაზე საუბრობს გარდაცვლილის კიდევ ერთი ნათესავი. „თოვლს ფერთხავდა და რატომ ფერთხავ აქეთ თოვლსო - ყველაფერი ამით დაიწყო. ახლა, როდესაც დაუსჯელობის სინდრომია, გაუწონასწორებელი ფსიქიკის ადამიანი თავს აგრესიის უფლებას აძლევს“, - განმარტა ნარგის ნარგურიანმა.ლომარ ნიგურიანი, რომელიც მესტიის საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის“ სიის პირველი ნომერი იყო, ცეცხლსასროლი იარაღით გუშინ მოკლეს.
იხილეთ: მესტიის საკრებულოს წევრის მკვლელობაში ეჭვმიტანილის ვინაობა საგამოძიებო უწყებისთვის ცნობილია