შსს-ს თანამშრომლებმა, 1998 წელს და 1997 წელს დაბადებული პირები განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთმა დაკავებულმა და მისმა მეგობარმა, მიმდინარე წლის 9 აპრილს თბილისში, ბუდაპეშტის ქუჩაზე, მის ბაბუას, ანგარების მიზნით, მისსავე საცხოვრებელ ბინაში ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენეს, შემდეგ, დანაშაულის დასაფარად, ბინაში ხანძარი გააჩინეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. ორივე ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს.