შველზე ნადირობის მორიგი ფაქტი გამოვლინდა ამბროლაურის მუნიციპალიტეტში. სოფელ ლიხეთში, მოქალაქე ბუხუტი მეტრეველმა დაურეგისტრირებელი სანადირო თოფით შველი მოკლა. მის გარდა შემთხვევის ადგილზე კიდევ სამი მოქალაქე იმყოფებოდა, რომელთაგან ერთ-ერთი ეროვნულო სატყეო სააგენტოს რაჭის თანამშრომელი იყო. ბრაკონიერი აღიარებს ჩადენილ დანაშაულს, თუმცა უარყოფს, რომ ხსენებული სამი მოქალაქე მასთან ერთად ნადირობდა.