მიმდინარე წლის სექტემბერში შვეიცარული საათების ექსპორტი 12%-ით შემცირდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და მილიარდ 600 მილიონი ფრანკი შეადგინა. ამის შესახებ შვეიცარიის საათების ფედერაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ.
ჯამურად მიმდინარე წლის პირველ 9 თვეში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, შვეიცარული საათების ექსპორტი 28%-ით არის შემცირებული და 11 მილიარდ 400 მილიონ ფრანკს შეადგენს.
მაჩვენებელი ზედიზედ მერვე თვეა კლებაშია და ბოლო სამი წლის განმავლობაში ეს ყველაზე ხანგრძლივი კლების მაჩვენებელია.