შოკოლადის მწარმოებელი შვეიცარიული კომპანია კამილ ბლოში წარმოებაში ქართული თხილის გამოყენებას გეგმავს და ამ მიზნით, ქვეყანაში საკუთარი თხილის პლანტაციის გაშენებას განიხილავს. როგორც კომპანიის წარმომადგენლებისა და იმერეთის გუბერნატორის ერთობლივ შეხვედრაზე აღინიშნა, კამილ ბლოში ამ სფეროში ახალი ტექნოლოგიების დანერგვითაც არის დაინტერესებული. ამ ეტაპზე კომპანია კამილ ბლოშის წარმომადგენლები, იმერეთის რეგიონის რამდენიმე მუნიციპალიტეტში, პლანტაციებისთვის შესაბამისი ტერიტორიების მოძიებაზე მუშაობენ.