შვეიცარიულ კომპანია მიგროს გრუპს საქართველოსთან თხილის სექტორში თანამშრომლობის გაღრმავება სურს. კომპანია თხილის სექტორში მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას გეგმავს. კომპანიის წარმომადგენლები კმაყოფილები არიან ქართული თხილის ხარისხით და კონტროლის სტანდარტებით და მიაჩნიათ, რომ საქართველოსთან უკვე არსებული თანამშრომლობის გაღრმავება მათ ინტერესში შედის.
მიგროს ჯგუფში გაერთიანებულია სასურსათო და აგრარული წარმოების სხვადასხვა მიმართულებები, მათ შორის წამყვანი შოკოლადის მწარმოებელი კომპანია ჩოკოლატ ფრი ეიჯი, რომელიც შვეიცარიაში 1887 წელს დაარსდა.