შვეიცარიის ქალაქ დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმისთვის ემზადებიან. მთავარი ეკონომიკური ღონისძიება 21 იანვარს დაიწყება და 24 იანვრამდე გაგრძელდება. როგორც ფორუმის ხელმძღვანელი კლაუს შვაბი აცხადებს, წლევანდელი ღონისძიების მიზანი საჯარო და კერძო სექტორებს შორის თანაშრომლობის მიღწევა იქნება ეკოლოგიის, ეკონომიკის, სოციალურ, ტექნოლოგიურ, სამეწარმეო და გეოპოლიტიკურ სფეროებში. მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმს დაახლოებით 3000 ლიდერი დაესწრება მათ შოის 53 ქვეყნის ლიდერი. ფორუმი ყოველ წელს იმართება შვეიცარიის მთებში მდებარე დავოსში.