ნებისმიერ სანქციას მოჰყვება თავისი შედეგები - გასათვალისწინებელია, რა მოჰყვება ამ სანქციებს საქართველოსთვის და გუშინ პარლამენტმა ამას მხარი არ დაუჭირა, - ამის შესახებ შვეიცარიის კონფედერაციის სრულუფლებიანმა და საგანგებო ელჩმა საქართველოში, პატრიკ ფრანცენმა განაცხადა.
მან უპასუხა ჟურნალისტის კითხვას საქართველოს პარლამენტის პოლიტიკის შესახებ რუსეთის მიმართ და "ევროპული საქართველოს" ინიციატივაზე, რომ რუსეთს სანქციები დაუწესდეს.
შეგახსენებთ, რომ "ევროპულმა საქართველომ" პარლამენტს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის საკითხის საერთაშორისო დღის წესრიგში აქტუალიზაციის თაობაზე სპეციალური დადგენილების მიღება შესთავაზა.