შვეიცარიელი მეცნიერები გვაფრთხილებენ, რომ პროდუქტი მუყაოს შეფუთვით, შეიძლება სახიფათო აღმოჩნდეს ჩვენი ჯანმრთელობისთვის. განსაკუთრებით, ეს შეეხება: მარცვლეულს, ბრინჯს, ფქვილსა და მაკარონს. ისინი ამას იმით ხსნიან, რომ მუყაოს შეფუთვის დასამზადებლად, ძველ ქაღალდსა და მინერალურ საღებავს იყენებენ. ეს მასალები კი - პროდუქტებს აბინძურებენ. ეს ფაქტი ჩატარებულმა ანალიზმა დაასაბუთა, რის საფუძველზეც აღმოჩნდა, რომ მუყაოთი შეფუთულ პროდუქტებზე, წარწერებისა და ნახატებისთვის გამოყენებული მინერალური ზეთის შემადგენლობამ დაშვებულ ნორმას 100-ჯერ გადააჭარბა.