შვეიცარიაში სამხედრო აკადემიაში 40-ზე მეტი ახალწვეული და სამხედრო პერსონალი მოიწამლა. ისინი მოულოდნელად ცუდად გახდნენ, რის გამოც სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამის შესახებ "გარდიანი" იუწყება.
როგორც შვეიცარიის თავდაცვის უწყებაში განაცხადეს, ხუთშაბათს ქალაქ ლინდენში მდებარე აკადემიაში დაახლოებით 43 ადამიანი გახდა ცუდად. მათ ღებინება და დიარეა აწუხებდათ. მათგან ოთხის მდგომარეობა კრიტიკულია. მომხდარის მიზეზი უცნობია.
სამართალდამცავი უწყებები მასობრივი მოწამვლის მიზეზის დადგენას ცდილობენ. მომხდარის გამო ბერნის კანტონის ხელმძღვანელმა აკადემიის ტერიტორიაზე კარანტინი გამოაცხადა.