10:22
24 თებერვალი, 2020, ორშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
შვეიცარიაში მოსავალს დრონების საშუალებით მოუვლიან
17-09-2019

ბოლო წლების განმავლობაში დრონის არაერთი მოდელი შეიქმნა, რომლის გამოყენებასაც სხვადასხვა დანიშნულებით, მათ შორის, სოფლის მეურნეობაშიც ცდილობენ. გარდა მინდვრებისა და ბაღების საჰაერო გადაღებისა, შვეიცარიაში მოსავლის დაცვასაც დრონების დახმარებით იწყებენ. ამჟამად შვეიცარია ერთადერთი ქვეყანაა, რომელმაც აღნიშნული მიზნით დრონის გამოყენების ნებართვა მიიღო.

ოფიციალური ნებართვის მიღებას კი, ხუთი ფედერალური დეპარტამენტის ორწლიანი კოორდინირებული მუშაობა დასჭირდა.

Fruit-iform-ის მიხედვით, შვეიცარიაში დრონებს მოსავლის შესაწამლად ადრეც იყენებდნენ, თუმცა ისინი  მაღალ სიმაღლეზე დაფრინავდნენ, რის გამოც სითხე  არასასოფლო დანიშნულების ტერიტორიაზეც იღვრებოდა. გარემოსთვის ზიანის მიყენების მიზეზით კი, არაერთი საჩივარი იწერებოდა. რაც შეეხება ახალ დრონებს, მოწყობილობა  დაბალ სიმაღლეზე დაფრინავს, რაც სითხის არამიზნობრივ ობიექტებში დაფრქვევის რისკებს ამცირებს.

აღსანიშნავია, რომ დრონის მართვა ნაწილობრივ ავტომატიზირებულია და დისტანციურად ხორციელდება. მოწყობილობა მცენარეების სიმაღლეზე დაფრინავს, რაც მცენარის მეტი სიზუსტით დამუშავებას უზრუნველყოფს.

AutoPlay
აგრომეწარმეობის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, ეროვნულმა ბანკმა ფინანსური განათლების ახალი პროგრამა განავითარა
21-02-2020
რუსეთმა ჩინეთიდან ხორცპროდუქტების იმპორტი აკრძალა
21-02-2020
Apple-ს კორონავირუსის გამო წარმოება ჩინეთიდან ტაივანში გადააქვს
21-02-2020
ფეროშენადნობი, ფქვილი, ხორცი და სხვა - TOP 5 პროდუქტი, რასაც საქართველო თურქეთში ყიდის
21-02-2020
კორონავირუსის გამო, ოქროს ფასი ისევ იზრდება - რა ღირს დღეის მონაცემებით ერთი გრამი ოქრო საქართველოში?
21-02-2020
2024 წლიდან ახალაშენებულ და რეკონსტრუქციაჩატარებულ შენობებს, ენერგოეფექტურობის მოთხოვნების დაკმაყოფილების ვალდებულება დაეკისრებათ
21-02-2020
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები