შვეიცარიაში სინთეტიკური პესტიციდების გამოყენების სრული აკრძავის შესახებ რეფერენდუმი გაიმართება. პესტიციდების აკრძალვის შესახებ პეტიციას შვეიცარიის 100 ათასზე მეტმა მოქალაქემ მოაწერა ხელი. თუ მოსახლეობა ინიციატივას მხარს დაუჭერს, შვეიცარია ბუტანის შემდეგ, მსოფლიოს მეორე ქვეყანა გახდება, რომელიც პესტიციდებს სრულად აკრძალავს.
პეტიციას შვეიცარიის ფედერალურ კანცელარიას ოფიციალურად 25 მაისს წარუდგენენ, თუმცა რეფერენდუმის გამართვა მხოლოდ სამი წლის შემდეგ იქნება შესაძლებელი. კანონმდებლებს ინიციატივასთან დაკავშირებით, კენჭისყრის დასანიშნად ან კონტრინიციატივისშესამუშავებლად ორი წელი ექნებათ. თუ შვეიცარიის პარლამენტი ინიციატივას დაამტკიცებს, ქვეყანაში ყველა სახის სინთეტიკური პესტიციდი 10 წლით აიკრძალება.