პირველი ოქტომბრიდან შვეიცარია საქართველოს უსაფრთხო ქვეყნად აღიარებს. ამის შესახებ შვეიცარიული გამოცემა Neue Züricher Zeitung წერს. გამოცემის ცნობით, შვეიცარიის ფედერალურმა საბჭომ უსაფრთხო ქვეყნების სია განაახლა. ეს კი იმის მანიშნებელია, რომ შვეიცარია მიმართავს ყველა საჭირო ღონისძიებას, რათა შემცირდეს თავშესაფრის იმ მაძიებელთა რიცხვი, რომლებსაც ქვეყანაში დასარჩენად საკმარისი საფუძველი არ აქვთ. უსაფრთხო ქვეყნებიდან ჩასული თავშესაფრის მაძიებელთა საქმე დაჩქარებული წესით განიხილება და მათ წესისამებრ არ მიენიჭებათ ლტოლვილის სტატუსიც. როგორც შვეიცარული გამოცემა წერს, საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვმა 2017 წლის შემოდგომის შემდეგ მოიმატა როგორც ევროპაში, ასევე შვეიცარიაში და ეს პირდაპირ კავშირშია ვიზალიბერალიზაციასთან.