შვედეთში თავდამსხმელმა ცივი იარაღით 8 ადამიანი დაჭრა. ადგილობრივი პოლიცია აცხადებს, რომ გამოძიება შესაძლო ტერორისტული დანაშაულის ფაქტზე მიმდინარეობს. შემთხვევა შვედეთის ქალაქ ვეტლანდაში მოხდა. 20 წლამდე ასაკის ახალგაზრდის თავდასხმის შედეგად დაჭრილი რვავე მოქალაქე საავადმყოფოშია გადაყვანილი.
მედიის ინფორმაციით, სამი მათგანის მდგომარეობა მძიმეა. ჰოსპიტალიზებულია თავად თავდამსხმელიც, რომელსაც სამართალდამცავებმა ცეცხლი გაუხსნეს.
„დავიწყეთ მკვლელობის მცდელობის წინასწარი გამოძიება, მაგრამ გამოძიებაში არის დეტალები, რაც გვაიძულებს ტერორიზმის შესაძლო მოტივები გამოვიძიოთ, ”, - განაცხადა პოლიციის რეგიონულმა ხელმძღვანელმა მალენა გრანმა.
შვედეთის პრემიერ -მინისტრმა სტეფან ლოფვენმა მომხდარი დაგმო და განაცხადა, რომ იგი მუდმივ კონტაქტში იმყოფება პოლიციასთან და უსაფრთხოების სამსახურთან.