შვედეთისა და ფინეთის ნატოში შესაძლო გაწევრიანების საკითხზე თურქეთის დამოკიდებულებას პენტაგონი ეხმაურება. აშშ-ის თავდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ ქვეყანა თურქეთის პოზიციის უკეთ გასაგებად მუშაობს. პენტაგონის პრესსპიკერი ამბობს, რომ თურქეთი ნატო-ს ღირებული მოკავშირეა, რომელიც რუსეთსა და უკრაინას შორის დიალოგის დაწყების მცდელობაში აქტიურად არიან ჩართულები.