შვედეთი მყარად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას, - ამის შესახებ შვედეთის სამეფოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ანდრეას ნორლენმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრის შემდეგ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც ნორლენმა აღნიშნა, დელეგაციის წევრებზე შთაბეჭდილება მოახდინა იმ პრობლემებმა, რაც მოსახლეობას ოკუპირებულ ტერიტორიაზე აქვს. გარდა ამისა შვედეთის პარლამენტის თავმჯდომარე მმართველ გუნდს მოუწოდებს თავი შეიკავოს საზოგადოების პოლარიზაციისგან.