ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს ორგანიზებით შვედეთის, ნორვეგიისა და დანიის 10 უმსხვილესი ტურ-ოპერატორი ქართველ კოლეგებს შეხვდა.
B2B ფორმატის ფარგლებში ქართული კერძო სექტორის წარმომადგენლებს საშუალება ჰქონდათ სკანდინავიის წამყვან ტურ-ოპერატორებთან საქმიანი შეხვედრები გაემართათ. ტურის ფარგლებში, 4 დღის განმავლობაში, ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები საქართველოს ტურისტულ პოტენციალს გაეცნენ და სხვადასხვა რეგიონს ესტუმრნენ.