საქართველოს შრომისა და ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ჭიათურაში, შუქრუთის მაღაროში მუშაობა დაასრულეს. როგორც ჯგუფის წევრებმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში განაცხადეს, დათვალიერების შედეგად დაასკვნეს, რომ მომხდარი შემთხვევა აუცილებლად მოითხოვს ტექნიკური ინსპექტირების ჩატარებას. ჭიათურის მაღაროში გუშინ 45 წლის მამაკაცი დაიღუპა.