ჭიათურაში, შუქრუთის მაღაროდან დაღუპული 45 წლამდე მამაკაცი ამოიყვანეს. ის ნანგრევებში 3 კილომეტრის სიღრმეზე იყო მოყოლილი ადგილზე 4 სამაშველო ბრიგადა მუშაობდა. მაღაროში გვირაბი გამთენიისას ჩამოიშალა და ზაზა აბრამიშვილი ქვეშ მოიყოლა.მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო,რაც სამთო სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.
იხილეთ: ჭიათურის მაღაროში მუშა დაიღუპა