მომღერალ პაატა ბურჭულაძის შვილი, შუქრი ბურჭულაძე უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი მის კომპანიაში იყო დასაქმებული. როგორც "პალიტრაბიუსს" შუქრი ბურჭულაძემ განუცხადა, „ეს არის ტყუილი, ცრუ ინფორმაცია“ მეტიც, ბურჭულაძის თქმით ის თამარ ბაჩალიაშვილს საერთოდ არ იცნობს.
რაც შეეხება მის კომპანიას, როგორც შუქრი ბურჭულაძე განმარტავს, კომპანიას ჰქვია შ.პ.ს „ემ ეს ჯგუფი“ და ის საინფორმაციო-სარეკლამო SMS-ის გამგზავნი კომპანიაა. გავრცელებული ინფორმაციით, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი „ზეგის“ გარდა შუქრი ბურჭულაძის კომპანიაშიც მუშაობდა. კომპანია "ზეგი" და შუქური ბურჭულაძის კომპანია ერთ მისამართზე ფუნქციონირებენ.